ავღანეთში ნაღმის აფეთქებას, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან

ავღანეთში, ჰოსთის პროვინციაში ნაღმის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელზე ნასრათ რაჰიმიზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვი და ორი ქალია.

ნაღმი გზის სავალ ნაწილზე იყო დამონტაჟებული.

რაჰიმიმ მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანს“ დააკისრა. დაჯგუფებას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები