ასე გამოიყურება ახალციხე, სადაც საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს (ფოტორეპორტაჟი)
ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩები და სკვერები დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება. ახალციხის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში წელს ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, რომელიც 23 დეკემბერს საზეიმოდ განათდება.
ანთების ცერემონიაზე “ორი ჯუჯას“- ვახტანგ ტატიშვილის, ნუგზარ კვაშალის, ანსამბლი „მესხეთის“, ნინო გველესიანის, Dudey და მარიამ ნანობაშვილის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.
ნაძვის ხის ანთების ცერემონია ფოიერვერკით დასრულდება.