მესამე საანგარიშო არქეოლოგიური სესია გაიმართება

18-20 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  მესამე საანგარიშო არქეოლოგიურ სესიას ატარებს.
სესია 18 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სამდღიანი ფორუმის ფარგლებში მეცნიერები და დამსწრე საზოგადოება მოისმენენ იმ არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელების ანგარიშებს, რომელთა სამუშაოების სანებართვო მოწმობები სააგენტომ გასცა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა 110 სანებართვო მოწმობა, მათ შორის 32 დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები