წალენჯიხაში ქალი ხევში გადავარდა

წალენჯიხის ფერიცვალების ეკლესიასთან 42 წლის ქალს ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, რუსუდან კვაშილავა ტაძარში საოცავად მიდიოდა.

ამის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებული ქალის ხევიდან ამოყვანა შეძლეს და სასწრაფო დახმარბის ბრიგადამ რუსუდან კვაშილავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, დაშავებული კონტაქტურია და დამატებითი კვლევები უტარდება.

“პაციენტს აღენიშნება მსუბუქი გარეგანი დაზიანებები. დაჟეჟილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- აღნიშნა ექიმმა ლია თოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები