ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო

ბათუმში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ამ ეტაპზე ბულვარის შესასვლელში ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. საახალწლო გაფორმებებით წელს 36 ქუჩა და 23 შენობის ფასადი მოირთვება. სამონტაჟო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდება. საახალწლო გაფორმებების, ასევე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟისა და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება 428 ათს 422 ლარს შეადგენს.

2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე მთავარი საახალწლო ღონისძიებები აღარ ჩატარდება, როგორც ეს ტრადიციულად ბოლო წლებში იყო დამკვიდრებული. მთავარი კონცერტის სცენა ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება.
ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
საახალწლოდ ბულვარი საგანგებოდ მოირთო. განათებების, კონსტრუქციებისა და აქსესუარებისთვის ადმინისტრაციამ 353 000 ლარი დახარჯა.
საახალწლოდ განათდება ბულვარის შუა ხეივანი. ბულვარში დადგამენ დიდი ზომის საშობაო ირმების, დელფინების, ანგელოზებისა და სხვა სახის მანათობელ კონსტრუქციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები