გრიგოლ ვაშაძე: ველოდებით, როდის ამოეწურება ხელისუფლებას მოთმინება და რაიმე კონსტრუქციულს დათანხმდება
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.
“არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის ამოეწურებათ მოთმინება ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდის დათანხმდებიან რაიმე კონსტრუქციულს, მაგრამ არა მგონია, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ან ოპოზიციას ამის მოლოდინი ჰქონდეს. მართალი გითხრათ, იმის მოლოდინი მაქვს, რომ მოიტანენ ისევ რაღაც აბსოლუტურად მიუღებელს, რომელიც თითქმის შეურაცხყოფის ან დაცინვის ზღვარზე იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.