გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მთავრობის მეთაური ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას ადასტურებს.
”დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები თქვენი ლიდერობის პირობებში გააგრძელებს გაძლიერებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ამ მიზნისკენ სავალ გზაზე”,- აღნიშნავს გიორგი გახარია.