პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას , დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის” ჩატარება. ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები