წალენჯიხაში “ნაცმოძრაობის” მორიგი სახალხო ორგანიზაცია “ხმა” დაფუძნდა (ვიდეო)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში ახალი სამოქალაქო მოძრაობა “ხმა”დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზნებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სკაიპით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო.
სახალხო მოძრაობა „ხმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ენმ-დან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირაკლი ხარჩილავას განცხადებით, მოძრაობის ძირითადი მიზანი მოსახლეობაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა და მათზე დროული რეაგირების მოხდენა იქნება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობას მოსახლეობასთან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებს, ქალაქ ჯვარში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ უპასუხა.
როგორც მედიკოსი დეპუტატი აცხადებს, მთავრობა 2012 წლიდან არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსახლეობასთან შეთანხმებულად მიმდინარეობს.
„ოპოზიცია სპეკულირებს ზოგადად. მათ არ უნდათ შავს შავი დაარქვან და თეთრს – თეთრი. ჯვარში სულ 37 პროექტი განხორციელდა და მე მზად ვარ, გავყვე და უბან-უბან დავიაროთ, თუ როგორ მოხდა ამ პროექტების განხორციელება“, – ამბობს გოჩა ლიპარტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები