პარლამენტში აკაკი ზოიძეს ჯუმბერ იზორია, ხოლო სოფიო ქაცარავას პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს სოფიო ქაცარავას პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, ის ქაცარავას ადგილმონაცვლე იყო. მან დეპუტატის ადგილი დღეს დაიკავა.

პაატა გოგოხია პროფესიით ეკონომისტია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ის ქალაქ ზუგდიდის ყოფილი მერის, ირაკლი გოგოხიას ძმაა.

ასევე პარლამენტარი გახდა, ჩხოროწყუს პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორია.”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, ის ზოიძის ადგილმონაცვლე იყო. იზორიამ დეპუტატის ადგილი დღეს დაიკავა. ჯუმბერ იზორია პოლიციის უფროსად შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2 დეკემბერს მიიღო. ყოფილმა დეპუტატმა ამის მიზეზად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო დაასახელა.

რაც შეეხება სოფიო ქაცარავას, მან უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა კიდევ რამდენიმე დეპუტატთან ერთად, 14 ნოემბერს დატოვა. მიზეზად 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე საკანონმდებლო ორგანოს უარი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები