ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისსაოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნეს.

ვახტანგ გომელაურმა დადებითად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობა შეაფასა და ერიკ ჰოგს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები