მობილიზება რეგიონებიდან – “ნაცმოძრაობამ” მიტინგზე კვლავ არასრულწლოვნები ჩაიყვანა 

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციასა და საკანონდებლო ორგანოს პიკეტირებაზე შესაერთებლად გორიდანაც ჩავიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული აქტივის 50-მდე ადამიანი დედაქალაქისკენ დილის 5 საათზე, დაქირავებული მიკროავტობუსებით და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით დაიძრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის წინ შეკრებილი აქტივისტების ნაწილი აქციაზე წასვლას უარყოფდა და ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. მათ შორის, 15 წლის მოზარდიც იყო, რომლის მტკიცებითაც, ის თბილისში, საკუთარ სახლში ოპოზიციის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსით მიდიოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები