ვინსენტ რეი: როგორც ყოველთვის, სუს-ი ძალიან პროფესიონალურია და ვაფასებთ ამ თანამშრომლობას
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაეკისრა წამყვანი როლი სხვადასხვა სამსახურების კოორდინაციის კუთხით. როგორც ყოველთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძალიან პროფესიონალური. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას”, – ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის და დახმარების პროგრამების დანაყოფის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს პროგრესი საზღვრის კონტროლის მიმართულებით.
”ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა მიმართულებითაც, როგორიც არის საზღვრის მართვა და ჩვენ დავიწყებთ ახალ თანამშრომლობას „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არაჩვეულებრივია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს წამყვან უწყებას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყანამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს და აქტორებს საქართველოში. სახეზეა ხედვა, გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. საქართველოს უკვე აქვს პროგრესი საზღვრის კონტროლის მიმართულებით, ბირთვული ნარჩენების თვალსაზრისით, ასევე სხვადსხვა განხრით კანონმდებლობის შემუშავების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ უკვე ნახევარი გზა გვაქვს გავლილი გეგმის განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვინსენტ რეიმ.