ზესტაფონში როდინაული-ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

როდინაული – ობჩის საავტომობილო გზის 5 კმ – იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.  პროექტის ღირებულება  3 მილიონი ლარია და  მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

“ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელსაც ზესტაფონის მერია 2019 წელს ახორციელებს, თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანია როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს აკავშირებს ერთმანეთთან. როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი – ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 მეტი ადამიანი შეძლებს“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “C & K ტექნოლოგი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები