“112”-ში ახალი ამერიკულ პროგრამა დაინერგება
შინაგან საქმეთა სამინისტროს “112” ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას – ProQA ნერგავს.
სისტემა 25 წელზე მეტია არსებობს, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან – საპოლიციო, სახანძრო/სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო, შედგება.
სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო / სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.
სწორედ, აღნიშნული პროტოკოლების მეშვეობით, ოპერატორი ზარის ინიციატორისგან გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა და მისი სიმძიმის შესახებ მაქსიმალურად მცირე დროში სრულყოფილ, ამომწურავ და რეალურად საჭირო ინფორმაციას იღებს.