საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მესაზღვრეებმა მწყემსი დაჭრეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი მწყემსი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მწყემსი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა, რა დროსაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან გასროლა მოხდა. დაჭრილი მამაკაცი აზერბაიჯანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
​თვითმხილველის ცნობით, მესაზღვრეებმა ძაღლებს ესროლეს და მწყემსს ანასხლეტი შემთხვევით მოხვდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ამ დროისთვის დაზარალებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დაზარალებული საქართველოს მოქალაქე მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები”, – განმარტავენ შსს-ში.

წყარო: www.primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები