ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაზგაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მცირე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაცვლილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.