ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას ერთ-ერთ საავადმყოფოში დაუდგენელმა პირმა პალატაში ცეცხლი გახსნა.

როგორც ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა იან გამაჩეკმა განაცხადა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.

პოლიცია 180 სანტიმეტრის, წითელ ქურთუკში ჩაცმულ მამაკაცს ეძებს და მის ფოტოს ავრცელებს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები