დოპინგი რუსეთში – ქვეყანა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, გამოეთიშება, თუმცა 2020 წელს ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლით საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გარდა ამისა, ის ვერც თავად უმასპინძლებს მსგავს ღონისძიებებს; „სუფთა“ სპორტსმენებს კი, ასპარეზობა ნეიტრალური სტატუსით შეეძლებათ.
ამასთან, როგორც ჩანს რუსი სპორტსმენების სრულ იზოლაციაზე საუბარი არ მიდის.
კერძოდ, შეზღუდვა 2020 წლის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას არ შეეხება, რომელიც 2021 წელს სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარდეს. WADA-ში მიიჩნევენ, რომ ეს კონტინენტალური შეჯიბრებებია, მაშინ როდესაც შეზღუდვები მსოფლიო ტურნირებს შეეხება.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი გამოეთიშა 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს; რუსი სპორტსმენები ვერც ტოკიოში 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და ვერც 2022 წელს პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებებზე დაუშვებენ მხოლოდ იმ სპორტსმენებს,რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დოპინგთან დაკავშირებული დარღვევები მათ არ შეეხებათ.
რუსეთს კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 21 დღე აქვს.