2020 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტით ისარგებლებს

2020 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტით ისარგებლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის იდეებს კენჭს თავად უყრიან და ნებისმიერი დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში თავადვე ჩაერთვებიან.

პროექტი საპილოტეა და ქედა რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც  ბიუჯეტების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის თანამშრომლობა giz-ი. ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 300 000 ლარია და მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში დოლოგანსა და დაბა ქედაში განხორციელდება. ამ თემებზე საჯარო მოხელეებს სამოქალაქო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ოთხ დღიანი ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგებს თვითმმართველობის ექსპერტები ირაკლი მელაშვილი , მაგდა პოპიაშვილი და ასლან ჭანიძე უძღვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები