სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია.

მისი თქმით, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

“ის უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულად უაღრესად ღია ქვეყანა და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე რომ ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები