რა რეაგირება აქვს პენიტენციურ სამსახურს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქვს თუ არა უწყებას კომუნიკაცია მსჯავრდებულის ექიმთან?

რა რეაგირება აქვს პენიტენციურ სამსახურს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქვს თუ არა უწყებას კომუნიკაცია მსჯავრდებულის ექიმთან? – აღნიშნული კითხვით “კვირა” უწყებას დაუკავშირდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.

“მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეული ექიმმა ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.

მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა” – განგვიცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები