ახალ ზელანდიაში, უაით-აილენდის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი, დაიღუპა იტყობინება Euronews.
როგორც ქვეყნის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, ვულკანთან ახლოს ამოფრქვევის მომენტში, რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.
მისივე თქმით, არიან დაკარგულებიც, მათი ძებნა გრძელდება.
დანარჩენი ტურისტების ევაკუაცია პოლიციამ მოახდინა, მათი ნაწილი საავადმყოფოში მოხვდა.
ექიმები 20 დაშავებულ ტურისტზე საუბრობენ.
The Guardian-ის ინფორმაციით, კუნძულს ერთდღიანი ტურებით წელიწადში 10 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.
უკანასკნელად ვულკანის ამოფრქვევა 2016 წელს მოხდა.