ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება ახალ რეზერვუარებზე გადასვლის გამო ორი დღით შეუწყდება

ახალციხეში9 და 10 დეკემბერს წყლის მიწოდება 29 ქუჩას შეუწყდება. მიზეზი ახალ რეზერვუარებზე გადართვაა. წყლით მომარაგება 2 473 აბონენტს, 9 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან შეეზღუდება.
წყლის მიწოდება შეუწყდება: წერეთლის, დიდიმამიშვილის, თაყაიშვილის, გორგასლის, კოსტავას, მებაღიშვილი, მესხეთის, თაბუკაშვილის, იაძის, ივერიელის, კეცხოველის, მეგობრობის, ფარნავაზ მეფის, გამსახურდიას, პეტრე იბერის, მანველიშვილის, ნათენაძის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, ათონელის, ფალიაშვილის, წიქვაძის, ნიკოლაძის, გამრეკელის, მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, დანიელაშვილის, მიქუტიშვილისა და თუმანიანის ქუჩებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები