მეუფე მელქისედეკი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თავისუფალი იყოს

0

სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
“ჩვენ, სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
ცნობისთვის, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი