“ნუ გამხდი ხალათს“ – სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

0

“ნუ გამხდი ხალათს“, – ამ ლოზუნგით დღეს საპროტესტო აქცია რეზიდენტურაში ჩაბარების მსურველებმა, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. ისინი “ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრიდან ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით დაიძრნენ.
კურსდამთავრებულების მოთხოვნებია რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებული საფასურის, ასევე სალიცენზიო გადასახადის გაუქმება და უფასო რეზიდენტურა.
მათივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი