თამარ ქიტიაშვილი ცირკულარულ მიგრაციაზე: პროფესიული გადამზადების პროგრამების მიზანია, შრომის ბაზრისთვის სამუშაო ძალის მოთხოვნის შესაბამისად მომზადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ
პროფესიული გადამზადების პროგრამების მიზანია, სამუშაო ძალის შრომის ბაზრისთვის მოთხოვნის შესაბამისად მომზადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ,- ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტუაშვილმა “იმედისა“ და “ჰოლონის“ გადაცემა “ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ ევროპულ სივრცესთან სხვადასხვა მიმართულებით ჰარმონიზაცია აქტიურად დაიწყო, მათ შორის, განათლების მიმართულებით.
”ჩვენ უკვე გავეცით საერთაშორისო სერთიფიკატები სხვადასხვა საინჟინრო პროფესიებში. მათ ხვალიდანვე შეუძლიათ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმება იგივე პირობებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს. 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო აქტიურად ჰარმონიზაცია სხვადასხვა მიმართულებით ევროპულ სივრცესთან. მათ შორის, განათლების მიმართულებით.
გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ის დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პროფესიული განათლების რეფორმით ვიღებთ სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს სრული ვრცელი კვალიფიკაციები, რომელსაც ორი სამი წელი სჭირდება და ასევე გვაქვს, ზრდასრულებზე ორიენტირებული მოკლევადიანი პროგრამები. მისი მიზანია ძალიან სწრაფად სამუშაო ძალის მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“,-განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.