ეკა ბესელია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს

0

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ოთხშაბათს, 11 დეკემბერს დილის ათის ნახევარზე უყრის კენჭს,- ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დეპუტატმა ორშაბათს საგანგებო ბრიფინგი დანიშნა.
“კიდევ ერთი უხეში დარღვევა პარლამენტის რეგლამენტის და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე:
შაბათს, ანუ გუშინ გვიან იურიდიულმა კომიტეტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა, რომელიც 11 დეკემბერს, 9:30 სთ ჩატარდება.
დეტალურად ორშაბათს ბრიფინგზე ვისაუბრებ”,- წერს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი