ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ლეგალურად დასაქმებულებს შანსი ექნებათ მათი შრომითი და სოციალური უფლებები დაცული იყოს

0

“კანონიერი შრომითი მიგრაცია” შესაძლებლობას იძლევა ადამიანის ყველა უფლება დაცული იყოს, ამ პროგრამით დასაქმებული იმ ანაზღაურებას მიიღებს, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამის შესახებ “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორმა, ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია “იმედისა“ და ინტერნეტ პლატფორმა “ჰოლონის“ გადაცემა “ბიზნეს ქრონიკაში“ განაცხადა.
“ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რადგან ეს არის ახალი თემა. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია.
თუმცა ეს არის შანსი არალეგალი ჩამოვიდეს საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან წავიდეს და იმუშაოს უცხოეთში კანონიერად, ყოველგვარი მალვის გარეშე. მიიღოს ის ანაზღაურება, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს. დაცული იყოს მისი შრომითი და სოციალური უფლებები, ქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ჩვენს არალეგალ მიგრანტებს როგორც წესი არ აქვთ და ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ჩვენი მოქალაქეები უკან დაბრუნების შემთხვევაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, სწორედ იმის გამო, რომ უცხოეთში არასათანადო შრომის პირობები და სოციალური პაკეტები არ გააჩნიათ. “კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებლობას დაცული იყო ადამიანის ყველა უფლება. მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“,- განაცხადა ნათია კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი