რომან კაკულია: ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად დათმობის მზაობას ნიშნავს

ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად დათმობის მზაობას ნიშნავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.
“ზოგადად, როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, დიალოგი ნიშნავს გარკვეულწილად, დათმობის მზაობას. სხვა შემთხვევაში, დიალოგი აღარ ჰქვია ამას. როდესაც არის მზაობა დიალოგის, ორივე მხარე მოუწოდებს, საკუთარ თავში ეძებონ დათმობის რესურსები. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს”, – განმარტა კაკულიამ.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 18:00 საათზე, სასტუმრო “შერატონში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები