ქუთაისში ოპოზიციური პარტიების აქცია დასრულდა

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ჰიმნის ფონზე დასრულდა. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, აქციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ. იქიდან კი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით ქუთაისის მერიის შენობასთან მივიდნენ. ადგილზე ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მხარდამჭერებს და ბრძოლისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები