ფრანგი მწერალი ალბერ კამიუ, შესაძლოა, КГБ-ს მიერ იყოს მოკლული
ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ალბერ კამიუ, შესაძლოა, რუსული „კგბ“-ს თანამშრომლების მიერ იყოს მოკლული.
ამის შესახებ იტალიელი ჯოვანი კატელი, საკუთარ წიგნში „კამიუს სიკვდილი“ ამბობს.
წიგნში ნათქვამია, რომ „1960 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპვამდე, კამიუ რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოთა სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ასეთი ბრძანება დიმიტრი შეპილოვმა გასცა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრად ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობდა. საბჭოთა კავშირი კამიუს ვერ პატიობდა უნგრეთში, 1956 წელს ამბოხის ჩახშობის კრიტიკას და ბორის პასტერნაკის მხარდაჭერას“, – წერს წიგნის ავტორი.
კატელის ვერსიით, ავტომობილის ერთ-ერთ საბურავზე, რომელშიც კამიუ იმყოფებოდა, საბჭოთა სპეცსამსახურებმა ისეთი მოწყობილობა დაამაგრეს, რომელმაც საბურავი გახეთქა და მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანის გზიდან გადასვლა, მისი ხესთან შეჯახება გამოიწვია. კამიუ ადგილზე დაიღუპა, მისი მეგობარი კი, 3 დღეში.
The Guardian წერს, რომ კატელის, ვერსიის დასამტკიცებლად წლები დასჭირდა. იტალიელი ქვრივს ესაუბრა, საფრანგეთში კგბ-ს აგენტების საქმიანობას სწავლობდა, ასევე იურისტებს ესაუბრა.
ალბერ კამიუ 1960 წლის 4 იანვარს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.