გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ქუთაისში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ქუთაისში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. გიორგი ვაშაძემ და გია თევდორაძემ მოსახლეობას, 6 დეკემბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე მისვლისაკენ მოუწოდეს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ხვალინდელ აქციას ყველა ქუთაისელი უნდა შეუერთდეს, ვისაც ცვლილებები და უკეთესი მომავალი უნდა.

“ვარიგებთ საინფორმაციო ფლაერებს, სადაც აღნიშნულია ხვალინდელი მსვლელობის დაწყების დრო. მინდა, იმერეთსა და ქუთაისს, იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდებათ ცვლილება და მიაჩნიათ, რომ მათი შვილების მომავალი არაფრის მაქნისი ხელისუფლების შეცვლაზე გადის, მოვუწოდოთ, რომ ხვალ შემოგვიერთდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ კონტრაქციის მცდელობები არის, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც მშვიდობიანი ფორმით, ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟს ისახავს მიზნად. “ქართული ოცნება” წინასწარ რას მოიფიქრებს, ამის განსაზღვრა რთულია,”-განაცხადა გია თევდორაძემ.

“ხვალ მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია იგეგმება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არაადეკვატური ქმედებებია. თუ ხვალ კიდევ ექნებათ კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს”,-დასძინა გიორგი ვაშაძემ.

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიცია ქუთაისში მსვლელობას გამართავს. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები