ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს
შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს.
გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.