კახა კალაძე: თავისუფლად შეგვიძლია ამ ადამიანებს თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე ბანდა ვუწოდოთ

თბილისის მერი კახა კალაძე “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, პოლიტიკა დესტრუქციული ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს.

“ამ ადამიანებს თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ბანდა ვუწოდოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ასეთ განცხადებებს წლების განმავლობაში ვისმენთ. ყველას მინდა სიმშვიდისკენ მოვუწოდო. არავის არ მიეცემა ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან. ახალი პოლიტიკოსები შემოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდება, ვისაც ექნება ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე”,- განაცხადა კალაძემ.

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, “ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები