ხულოს მერიაში, მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში მერიის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
​როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი – ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და ხულოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვახტანგ ბერიძის მიერ მიმდინარე წელს გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს. ასევე, ბიუჯეტის განხილვისას საბჭოს წევრებმა სხვადასხვა საკითხები და ინიციატივები წარმოადგინეს, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები