შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
“20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში, “წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23,116.29 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი)გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 27,968.35 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ემუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ”,- წერია განცხადებაში.