ეკა ბესელია: არ მაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ეუთო/ოდირის დასკვნას გაითვალისწინებს
არ მაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ეუთო/ოდირის დასკვნას გაითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის ეუთო/ოდირში გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ განცხადებების ფონზე, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” ეუთო/ოდირის დასკვნას გაითვალისწინებს, მაგრამ ეს მაინც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტი სიცხადე შევიდეს პროცესში და ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი გამოჩნდეს,” – განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელის ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.
ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკვე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-ში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა იყოს რეგისტრირებული.