“თბილისი პრაიდი”: ფალავანდიშვილს სჯერა, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენებით ხდებოდა შეტევა ვაჟკაცობაზე
თბილისი პრაიდი კინოთეატრ “ამირანთან” დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
“კინოთეატრ „ამირანთან“ რამდენიმე ფილმის წინააღმდეგ ჰომოფობიური აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორები არიან: ლევან ჩაჩუას ორგანიზაცია „ზნეობა“, გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის.
“ალექსანდრე ფალავანდიშვილს სჯერა, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენებით ხდებოდა შეტევა ვაჟკაცობაზე, ახლა კი “მსოფლიო ლობი” დედის ინსტიტუტის შეურაცხყოფას ცდილობს,” – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.