ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა გამოყვანის სეზონი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა დაფესვიანების, დაკალმებისა და თესვის პერიოდი მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტებს საქართველოს წითელი ნუსხის, ტყისშემქნელი და ურბანული სახეობები სასათბურე პირობებში გამოყავთ.

ამ ეტაპზე ითესება ჭალის მუხა, სამხრეთის აკაკი, პანტა და ფიჭვი. გამრავლების სეზონი პირველ ყინვებამდე მიმდინარეობს.
ველური ბუნების სააგენტო მცენარეთა თესლის დასამუშავებელი დანადგარებიითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით ხდება თესლების დახარისხება და თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესლის ვარგისიანობის დადგენის შემდგომ სათესლე მასალის სტრათიფიცირება და შემდგომში თესვა ხდება.
ველური ბუნების სააგენტოში წელიწადში 900 000 ძირი ნებისმიერი ხე-მცენარის ჩითილის წარმოება ხდება. მცენარეთა თესვის სეზონი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები