ნიკა მელიას “ქართუს” საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.