თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის რაიონი- გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი -გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საიათნოვას ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი- გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი -გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.