მექსიკაში პოლიციასა და ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში პოლიციასა და ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ოთხი პოლიციელია. ინციდენტი აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელები ნარკოტიკების ვაჭრობაში ჩართული დაჯგუფების წევრებს ქალაქ ვილა იუნიონში დაუპირისპირდნენ.

ორმხრივი სროლის დროს დანაშაულებრივი დაჯგუფების 10 წევრი მოკლეს. დაიღუპა ოთხი პოლიციელი, ექვსი სამართალდამცავი კი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები