ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში “მიცუბიშის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა ასპინძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “იმედში” გადაიყვანა.

კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციით ქალს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის, მას მას გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები