მიხეილ სააკაშვილმა მუხროვანის კადრებზე პირველი კომენტარი გააკეთა

  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მუხროვანის სპეცოოპერაციის კადრებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ “მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“მე, საერთოდ, პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც, მაგრამ ეს, რაც აქ ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები, ნუ ჩამრევთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე მოულოდნელად მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკრაინის ოპოზიციის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის საკითხზე დაგეგმილ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები