ხულოს მერმა გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან თავის მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ყველა დასმულ კითხვაზე ვახტანგ ბერიძემ ღიად და ამომწურავად უპასუხა.
სხდომის დასკვნით ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტის პირველი პირის საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს და ერთხმად ხელის აწევით დაადასტურეს.
მერის საქმიანობის პრეზენტაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.