ბიძინა ივანიშვილი: არასამთავრობოები ამერიკული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ფულით, ამერიკის საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ

ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ენ-ჯეოები, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს ცალკეული ჩინოვნიკებიც აზარალებენ, ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ.

“მე პირადად გუნდში რამდენიმე კაცთან უკვე მქონდა ამაზე საუბარი. პირად შეხვედრებზე ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას და ეტყობა, რომ არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით, რომ დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ეს ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ. როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები აზარალებენ. ნურავის ნუ ექნება ეიფორია და არც მე დავიბრალებ რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინც და მაინც. ამერიკა ზე-სახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას, რა თქმა უნდა, საქართველოა ჩვენთვის საფუძველი, რომ საქართველო და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება ამ შემთხვევაში. მაგრამ მე კონკრეტულად მივწერ.

ყველასთვის გასაგებია დღეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს. ამერიკის სახელმწიფოს სტრატეგია არის პატარა პარტნიორი, მაგრამ გულწრფელი. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ რომ “ქართული ოცნების“ ვიღაც წევრი ამის საწინააღმდეგო რამეს აკეთებს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს ენ-ჯეოები, რომელიც კარგად გაგებულია. მე არ გამოვრიცხავ, რომ თუკი რაღაც დროში ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ – მე არ გამოვრიცხავ რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში“,- განმარტა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები