ლარი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9754 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9712 ღირდა.
0.0013 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2750 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2737 ლარი იყო.