საქართველო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 54-ე სხდომაზე, რომელიც 19-21 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში გაიმართა საქართველო 6 თვით ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს სახელით ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მიიღო და ასამბლეის წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა.
ასამბლეის განხილვის მთავარ თემას „ევროკავშირისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომლობის პერსპექტივები“ წარმოადგენდა.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველომ ბულგარეთისგან მომდევნო 6 თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა გადმოიბარა.