ჰაიკო მაასი: ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ჰაიკო მაასი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ბერლინში შეხვდა, სადაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.